| |
პროგრამის შესახებ
აშშ კონგრესის მანდატის ქვეშ არსებული საიმიგრაციო ვიზის პროგრამა „მწვანე ბარათი“ (green card) ყოველ წელს ხორციელდება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია აშშ-ი ახალი ტიპის იმიგრანტების მიღება, რომლებსაც “სხვადასხვაგვარ იმიგრანტებს” (DV) უწოდებენ. იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ი ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 55 000 ვიზა.
ყოველწლიური საიმიგრაციო პროგრამის საშუალებით აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელ ვიზებს იღებენ ის პირები, რომლებიც პროგრამის მონაწილეთათვის გათვალისწინებულ მარტივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ. განმცხადებლები საიმიგრაციო ვიზების მისაღებად შეირჩევიან კომპიუტერული ლატარიის მიხედვით – შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. |
|