| მონაწილეობის უფლება
საიმიგრაციო ვიზების გათამაშებაში მონაწილეობის უფლება აქვთ დაბალი საიმიგრაციო ნაკადის ქვეყნების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს, რადგან ამ ქვეყნებიდან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50 000-ზე მეტი იმიგრანტი არ ჩავიდა აშშ-ი.
განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს განათლებისა ან სამუშაო გამოცდილების კუთხით არსებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც საიმიგრაციო ვიზის პროგრამაშია მითითებული.
განათლება ან სამუშაო გამოცდილება: განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის დამთავრების სერტიფიკატიც საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია – და რომელიც განისაზღვრება, როგორც 12 წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით; ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდეს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი ტრენინგის გავლა ან ორწლიანი სამუშაო სტაჟი. აშშ შრომის დეპარტამენტის მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეგიძლიათ საკვალიფიკაციო სამუშაო სტაჟის დადგენა. |